Digest Logo

🎥 ​როდის მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს და რა მოხდება, თუ გამოცდის დღეს ბარათი ან პირადობის მოწმობა სახლში დაგრჩებათ - თამარ მემანიშვილი აქტუალურ კითხვებზე

1781609820
 თამარ მემანიშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს, როდისთვის ექნებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის შესაძლებლობა.

ასევე, თამარ მემანიშვილი განმარტავს, რა შეუძლიათ, გააკეთონ აბიტურიენტებმა, თუ გამოცდის დღეს საგამოცდო ბარათი ან პირადობის მოწმობა სახლში დარჩებათ.

„აბიტურიენტებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის აინტერესებთ, თუ მათ მიერ არჩეულ საგნებში გამოცდის ჩაბარება კონკრეტულად როდის მოუწევთ. შესაბამისად, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში და რა თარიღში მოუწევს კონკრეტულ აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარება, ეს ინფორმაციაც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ეს მონაცემები ჩვენი პროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება. ისინი ამ ინფორმაციას ნახავენ, საგამოცდო ბარათს ამობეჭდავენ და შესაბამის საგამოცდო ცენტრში ამ ბარათით გამოცხადდებიან.

აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში ამობეჭდილ საგამოცდო ბარათთან ერთად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება აქვს. თუმცა, წინა წლების მსგავსად, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საგამოცდო ბარათი აბიტურიენტს სახლში დარჩება, ჩვენი პროცედურებისა და წესების დაცვით, მათ ადგილზე კონსულტაციას მაინც გაუწევენ და საგამოცდო ბარათს ამოუბეჭდავენ. სახლში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენა მათ გამოცდის ჩაბარების პროცესში ხელს არ შეუშლის. საგამოცდო ცენტრში ისინი გამოცდას შეუფერხებლად ჩააბარებენ, თუმცა 12 სამუშაო დღის ვადაში იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარეს, პირადობის მოწმობის წარდგენა მაინც მოუწევთ“, - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.

თამარ მემანიშვილი ამავე გადაცემაში განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის საგამოცდო ტესტების ფორმატი არ შეცვლილა და მათ შეუძლიათ, წინა წლების საგამოცდო ტესტების ნიმუშებსაც გაეცნონ.

ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ესეც ჩემი 79-ე ქვეყანა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

⭕„ბარაქა მოდის მათთან, ვინც ენდობა თავის უზადო ალღოს და ზრუნავს თავის ფესვებზე“ - 16 ივნისის კოსმოსური ამბები