კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა.
კირა ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ქართული სილამაზის მქონე ქალბატონადაა აღიარებული და სხვადასხვა გამოცემა ხშირად ინტერესდება მისი რჩევებით, თუ რა არის საჭირო სილამაზის შესანარჩუნებლად.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა.
ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც ახლაა. მაგალითად, სოფელში რომ მივდიოდი, ყველაფერს ცივ წყალში ვრეცხავდი. ამის შემდეგ "მოდელების სახლში" სამოსი უნდა მეჩვენებინა, პოდიუმზე და დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?...“, - წერს კირა ანდრონიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
⭕რა სიმპტომები გამცნობთ, რომ თქვენზე მაგიური შემოტევა ხორციელდება და როგორ შეიძლება მისი განდევნა
⭕„ჩემს სიკეთეს, ჩემს ბრჭყვიალა ადამიანს გაუმარჯოს!“ - ნინი გოგიჩაიშვილს დაბადების დღე აქვს