Digest Logo

🎥 როდის უნდა წაიყვანოთ ბავშვი ზღვაზე? - რჩევები პედიატრისგან, რომელიც უნდა იცოდეთ!

1782221338
პედიატრი თამთა ივანაშვილი

პედიატრი თამთა ივანაშვილი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საზოგადოებას გაუზიარა რჩევები თუ სად ღირს დასვენება ზაფხულში ბავშვებთან ერთად.

„რაც მეტ ადგილს შევუცვლით ჩვენს პატარებს, თუნდაც სოფელში იქ, სადაც უფრო მეტი მცენარეა, ცხოველია ურთიერთობაა და ნაკლები ეკრანი იქ დასვენება არის უკეთესი. 

ზღვას აქვს თავისი სარგებელი, ეს არის კლიმატი და ქვიშა, რომელიც აუცილებელია საყრდენ მამოძრავებელი სისტემისთვის. მთას თავისი სარგებელი აქვს, სოფელს კიდე სხვა სარგებელი. ნებისმიერი ადგილი კარგია ბავშვისთვის, სადაც შეძლებთ ჰაერის გამოცვლას.

სასურველია ზღვაზე ბავშვი წაიყვანოთ 1 წლის ასაკიდან, ჰქონდეს სპეციალური ქოლგა, სადაც შეძლებს ქვიშაში თამაშს და 10-11 საათამდე, უნდა იყვნენ ქუდით, გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი და დალიონ ბევრი წყალი“, - ამბობს პედიატრი.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ბავშვები მოაშოროთ ეკრანს. ასევე სასურველია, 1 წლამდე ბავშვი დაბალი მთის კურორტზე უნდა წავიყვანოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა - იგი ადგილზე დაიღუპა