Digest Logo

კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა - იგი ადგილზე დაიღუპა

1782206195
 რამაზ ძმანაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლადშეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და კაცი ქვეშ მოიყოლა.

ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო.

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, - ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იქნებ შენსავით ერთგულები, მამაცები და ადამიანურები გავხდეთ“ - ნინი შერმადინი ინგუში ბიჭის ტრაგედიას ეხმაურება

⭕„ახალი ენერგიით ამოძრავების დროა“- დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„სანამ მე ცოცხალი ვარ – უნდა დავფიქრდე, რაში ვცვლი მარადიულ სიცოცხლეს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე