Digest Logo

🎥 როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის დაავადებები მისი მდგომარეობის მიხედვით - ზაზა თელია საყურადღებო სიმპტომებზე

1795782256
ზაზა თელია

დაჰკვირვებიხარ თუ არა როგორ იცვლება თქვენი ფრჩხილის სტრუქტურა? ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ თეთრი ლაქები, ფრჩხილის მტვრევადობა,  ფერის ცვლილება, ნუნებთან ჩაღრმავება, სიგრძივი ხაზები თუ ფრჩხილის აქერცვლა? ერთი შეხედვით ეს ყველაფერი შესაძლოა მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად მოგეჩვენოთ, თუმცა ზოგჯერ ფრჩხილები ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, ის ერთგვარი სარკეა, სადაც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები აისახება. 

ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ასაკს, ტრავმას, გარემო ფაქტორებს, ზოგიერთი კი ორგანიზმში მიმდინარე ვირუსულ ინფექციებს.

რამდენად ხშირია და რა პათოლოგიები განაპირობებს ფრთხილის პრობლემა, როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის დაავადებები მისი მდგომარეობის მიხედვით - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს:

„ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა ფრჩხილის დაზიანებები და სხვადასხვა ტიპის დაავადებები დერმატოლოგიაში და ფრჩხილი არის კანის დანამატი, როგორც თმა, შესაბამისად, ეს საკითხი ეხება პროფილურად დერმატოლოგს და ხშირად მოგვმართავენ პაციენტები სხვადასხვა ტიპის პრობლემების დროს. 100 პაციენტი რომ ავიღოთ ფრჩხილის პრობლემით რომ მოდის, 99-ს ჰგონია, რომ აქვს ფრჩხილის სოკო. გასინჯავ, ნახავ ფრჩხილს, შეაფასებ და არ არის რეალურად ეს სოკო. 

ონიქოლიზისი არის ფრჩხილის ფირფიტის აშრევება, ვიზუალურად ძალიან ჰგავს სოკოს. მოთეთრო, მოყვითალო ფერი შეიძლება იყოს ფრჩხილი, თითქოს ფრჩხილსა და კანს შორის თითქოს გასქელებაა. ფრჩხილის დისტალურ მხარეს გვაქვს, ანუ სადაც იზრდება ფრჩხილი და ამ დროს პაციენტი ცდილობს, ამოიჭრას ეს სითეთრე, სიყვითლე, ეს უარესია, რადგან ეს არის მექანიკური დაზიანება, მსგავსი ღრმა მოჭრის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ვაზიანებ ფრჩხილს, ამიტომ ეს არამც და არამც არ უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს ზაზა თელია. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 იწვევს თუ არა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ვირუსულ ინფექციას - პედიატრის განმარტება

⭕რატომ ვილტვით ტკბილეულისკენ სტრესის დროს?

⭕რა ელოდებათ მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕