Digest Logo

🎥 როგორ ამოვიცნოთ თრომბი წინასწარ და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? - ექიმ კოტე თოდუას რეკომენდაციები

1724312254
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 45 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

როგორ ამოვიცნოთ თრომბი წინასწარ და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? - კოტე თოდუა ამჯერად აღნიშნულ საკითხზე საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

„თრომბი რა არის? - ის არის მოშავო მოწითალო სტრუქტურა. ყველას გინახავთ ალბათ, თითი რომ გაგიჭრიათ და შემდეგ ჭრილობას გადაეფარება ეგ არის თრომბი. ძალიან კარგია თრომბი, როცა ადამიანს სისხლდენა აქვს, რადგან აჩერებს მას, თუმცა ძალიან ცუდია თუ ის გაჩნდა იქ, სადაც არ უნდა გაჩნდეს. მაგალითად თუ გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოს არტერიაში. ხშირია ასეთი შემთხვევები გულის არტერიაში, რომელიც ახშობს მას და იწვევს გულის ინფარქტს. ასე ხდება ინსულტიც.

პირველი  ნიშანი, რომელიც თრომბის არსებობაზე მიუთითებს არის ფეხების შეშუპება.

ფეხების შეშუპება მაშინ, როდესაც რაიმე ტრავმა არ აქვს ადამიანს. ეს ნიშნავს ღრმა ვენების თრომბოზს, შესაძლოა მოწყდეს იგი ფეხებიდან და გაიჭედოს ფილტვში. 

მეორე ნიშანი არის ფეხის ტკივილი

კერძოდ ერთი ფეხის ტკივილი. ასეთი ტკივილი ძირითადად აუხსნელია. როცა ადამიანმა რაიმე სახით ფეხი დაიზიანა ან იარა და მაშინ ასტკივდა ამაზე რ გვაქვს საუბარი. როცა ფეხი სტკივა აუხსნელად და გამუდმებით, ამასთანავე ერთ ნაწილში ფეხი თბილია და გარშემო ცივი, ეს არის თრომბის ერთ-ერთი ნიშანი. პატარა ბომბივითაა ორგანიზმში.

ღრმა ვენის თრომბოზი ძირითადად გვხვდება - 60 წელს ზემოთ ადამიანებში, ჭარბ წონიანებში, ახალგაზრდებში კი ორსულებსა და ისეთ ინდივიდებში, ვინც არ მოძრაობს. თრომბის რისკს იწვევს უმოძრაობა“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი მამარდაშვილის და ელენე ეპიტაშვილის მხიარული კადრები - „სიყვარულით გეცხოვროთ საუკეთესოები“

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

⭕საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს