საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს.
„ვულოცავთ ნიცასა და ხვიჩას პატარა დამიანეს დაბადებას!“ - წერს „ნაპოლი“ სოციალურ ქსელში.
Congratulazioni a mamma Nitsa e papà Khvicha da tutto il Club per la nascita del piccolo Damiane! 👨👩👦
— Official SSC Napoli (@sscnapoli) August 21, 2024
ცნობისთვის, 21 აგვისტოს ხვიჩა და ნიცა მშობლები გახდნენ, ნიცამ საქართველოში იმშობიარა.
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
ასევე დაგაინტერესებთ: