Digest Logo

როგორ ჩავანაცვლოთ ტელეფონი ისე, რომ ბავშვმა პროტესტი არ გამოთქვას?

1786883780
ბავშვი და სათამაშო

მშობლების 90%-ისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკრანთან გატარებული დროა. ეკრანიდან მოდის „იაფი დოფამინი“ - სწრაფი, მკვეთრი ვიზუალური სტიმულები, რის გამოც ბავშვის ტვინი ეჩვევა მზა სურათებს და ეზარება საკუთარი ფანტაზიისა და ლოგიკის ჩართვა.

🧠 შედეგად იკლებს ყურადღების კონცენტრაცია და ბავშვი ჩვეულებრივ თამაშებში სწრაფად იწყენს.

💡 ტელეფონის წართმევასა და ჩხუბს სჯობს „ნეირო-ჩანაცვლება“ - ისეთი თამაშები, რომლებიც ტვინს აინტერესებს და იმავე სიამოვნების ჰორმონს ანიჭებს, ოღონდ რეალურ სამყაროში.

👇 სცადეთ ეს 3 მარტივი სავარჯიშო დღესვე სახლში:

1️⃣ ყურადღების ფოკუსი დააწყვეთ მაგიდაზე 5 სხვადასხვა ნივთი (მაგ: კალამი, კუბიკი, ბურთი, მანქანა, კოვზი). ბავშვმა თვალები დახუჭოს, თქვენ 1 ნივთი დამალეთ. მან უნდა გამოიცნოს, რა გაქრა.

👉 ეს თამაში ავითარებს ოპერატიულ მეხსიერებას და ვიზუალურ ყურადღებას.

2️⃣ „უხილავი ნახატი“ (ფანტაზია და შეგრძნება) თითით დაუხატეთ ბავშვს ზურგზე მარტივი ფიგურა (წრე, გული, სამკუთხედი და ა.შ.) მან უნდა გამოიცნოს, რა დახატეთ. შემდეგ გაცვალეთ როლები!

👉 აქტიურდება ტაქტილური აღქმა და სივრცული აზროვნება.

3️⃣ მოტორიკა და კოორდინაცია შესთავაზეთ, ოთახში გაიაროს როგორც დათვმა, როგორც წერომ (ერთ ფეხზე ხტუნვით) ან როგორც კატამ (ნაზი ნაბიჯებით).

👉 სხეულის კოორდინაცია პირდაპირ ტვირთავს ტვინის იმ ზონებს, რომლებიც ყურადღების ხანგრძლივობას განაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაზიანებული აქვს ფეხი, ხელი...“ - ლორენ მასხულია ავარიაში მოყვა

ცენტრალური ნერვული სისტემა და ხერხემალი: სხეულის მართვისა და მხარდაჭერის ცენტრი

„დაიწყო ადამიანების ახალ ტალღაზე გადასვლა, ახალ სიხშირეზე...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი