ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების ახალ ტალღაზე, სიხშირეზე გადასვლა დაიწყო:
„დაიწყო ადამიანების ახალ ტალღაზე გადასვლა, ახალ სიხშირეზე.
ადამიანებს, რომ ვუსმენ თითქოს გულთან კონტაქტი გაუწყდათ ვეღარ ისმენენ და შეიგრძნობენ გულიდან წამოსულ სითბოს, თითქოს რობოტები გახდნენ, გაითიშნენ და ავტომატურად ცხოვრობენ.
ნუ უსმენთ ნურავის, უბრალოხ 28 აგვისტომდე დაიდეთ გულზე ხელი, გათიშეთ ტვინი, შეიგრძენით გულისცემა, დამიწდით, ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით, დაამყარეთ კონტაქტი გულთან და უთხარით:
- ჩემო გულო , სიხარულით გიკავშირდები, გაძლევ სითბოს და ჩემს უპირობო სიყვარულს, მადლობა შენ რომ ხარ და მემსახურები.
მშვიდად განაგრძეთ ცხოვრება, ნუ უსმენთ ინფორმაციებს, რომლითაც ცდილობენ, რომ ადამიანები გათიშონ ბოლომდე“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ვგრძნობთ თავს უფრო ახალგაზრდად, ვიდრე ჩვენი ბიოლოგიური ასაკია? - ფსიქოლოგის განმარტება
⭕„დღე, როცა სიზარმაცეს არ უნდა აჰყვე...“ - თაკო მელიქიშვილი 16 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებზე