ჩიას თესლი ისეთი ნუტრიენტების მაღალი შემცველობითაა ცნობილი, როგორებიცაა ცილა და უჯრედისი. ბევრს ჩიას თესლის გამოყენება საკონდიტრო ნაწარმში, ვეგანურ კერძებსა და პუდინგებში, ან სულაც სალათებში დამატება უყვარს. ზოგიერთი მას წყალში დამბალი სახით მოიხმარს. წყალში მოხვედრისას თესლი სითხეს შეიწოვს და ზომაში 12-ჯერ იზრდება.
შედეგად, ჟელესებრი მასა მიიღება, რომელსაც ოდნავ საღეჭი ტექსტურა აქვს. ჩიას თესლიანი წყალი მარტივი სასმელია, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი შიმშილის გრძნობის შესამცირებლად და წონის კლების ხელშესაწყობად სვამს.
ჩიას თესლი: სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის
ჩიას თესლს მრავალი მეცნიერულად დადასტურებული სასარგებლო თვისება გააჩნია და თქვენი რაციონის შესანიშნავი დანამატი შეიძლება, გახდეს. იგი უჯრედისის, ცილის, უჯერი ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, იგი ისეთ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს შეიცავს, როგორებიცაა: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია და B ჯგუფის ვიტამინები.
მეცნიერების მაგისტრი ემი რიხტერი, დიპლომირებული დიეტოლოგი, რომელიც კანის დაავადებებისა და ნაწლავების ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს, ჩიას განსაკუთრებულ ძალაზე საუბრობს:
შეიძლება მაღალი არტერიული წნევის დაწევას შეუწყოს ხელი:
ჩიას თესლში არსებული ანტიოქსიდანტი - ქლოროგენის მჟავა, სხვა სასარგებლო ფიტონუტრიენტებთან ერთად, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შემცირებას უწყობს ხელს.
ანთებითი პროცესების შემცირებაში გვეხმარება:
ჩიას თესლში შემავალ სხვა ანტიოქსიდანტებს, კერძოდ კი კოფეინის მჟავას, მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.
სარგებელი გულის ჯანმრთელობისთვის:
ჩიას თესლი მდიდარია უჯრედისითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით. უჯრედისით, ომეგა-3-ითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მეტად სასარგებლოა.
ძვლოვანი სისტემის გაძლიერება:
ჩიას თესლი ასევე შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, მანგანუმი, სპილენძი, სელენი და რკინა, რაც ძვლების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
სისხლში შაქრის დონის რეგულირება:
ზოგიერთი კვლევა მოწმობს, რომ მასში არსებული ხსნადი უჯრედისის წყალობით, ჩიას თესლს სისხლში შაქრის დონის დარეგულირება შეუძლია. ამან შესაძლოა მეტაბოლური სინდრომისა და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი შეამციროს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ზვიად ლაზიშვილი – „როგორც ვიცით, მერაბი და საბა 17:00 საათზე თავისუფლები იქნებიან“