Digest Logo

როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები - დალი ჩიტალაძის რჩევები

1745648881
დალი ჩიტალაძის რჩევებ

ადამიანებს, რომლებიც სააღდგომო მარხვას იცავენ, განსაკუთრებით უჭირთ, უარი თქვან სადღესასწაულო ტკბილეულსა და კერძებზე. აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკის ფოტოები და, ამის პარალელურად, ხშირად ისმის წუხილი ზედმეტი კილოგრამების შესახებაც.

ფორმებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ სხვადასხვა ცხოველური პროდუქტის ერთდროულად მიღებას. მაგალითად, თუკი საუზმეზე მიირთმევთ მოხარშულ კვერცხს, სადილზე მიირთვით მხოლოდ თევზი ან მხოლოდ საქონლის ხორცი. ეცადეთ, იკვებოთ მცირე ულუფებით და შედარებით ხშირად, ვიდრე დიდი ულუფებით და დღეში ერთხელ.

დალი ჩიტალაძე ერთ-ერთია, ვინც აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება და სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდება. მას სააღდგომო სუფრისთვის მენიუც კი აქვს და პასკასა და ჩაქაფულს საკუთარი ხელით ამზადებს. მიუხედავად ამისა, დალი ყოველთვის ახერხებს, იყოს ფორმაში და გამოიყურებოდეს ლამაზად. იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს სასურველ ფორმებს, მან ნინო აზარაშვილის გადაცემაში ისაუბრა: „გურმანი ვარ და მიყვარს ყველაფრის გასინჯვა, მაგრამ ვცდილობ, დავიცვა დოზები“ - ამბობს მოდის ექსპერტი.

მას შემდეგ, რაც დღესასწაული ჩაივლის, დალი ჩიტალაძე 18-საათიან დიეტას იცავს. ასევე, გაღვიძებისას იღებს სითხეს, იქნება ეს სუფთა წყალი, ჯინჯერითა და ლიმონით გაზავებული თუ მინერალური წყალი.

დალი ჩიტალაძე დიასახლისებს ურჩევს, ხაჭოს პასკისა თუ სხვა ფუნთუშეულის მომზადებისას, მაქსიმალურად შეამცირონ შაქრის რაოდენობა, მის მაგივრად კი შეიძლება გამოიყენონ ქიშმიში და ცუკატები. ეს ორგანიზმს საჭმლის მონელებას ბევრად გაუადვილებს და ზედმეტი კილოგრამების თავიდან არიდებასაც გახდის შესაძლებელს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახვეწილი გოგო...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!...“- ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა

⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე