Digest Logo

როგორ დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს შვებულების შემდეგ - ნათია გოცაძის რეკომენდაციები!

1756712262
ნათია გოცაძე

ზაფხულის დასვენების დასრულების შემდეგ ბევრ ადამიანს უჭირს სამუშაო რუტინაში დაბრუნება. სპეციალისტები ამ მდგომარეობას „პოსტ-სავაკაციო სინდრომს“ უწოდებენ, რომელიც დაღლილობით, უგუნებობითა და სტრესით ვლინდება.

ფსიქოლოგების თქმით, ძირითადი მიზეზი მკვეთრი კონტრასტია, თავისუფალი დროისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების შორის. სტრესს აძლიერებს ძილის რეჟიმის დარღვევა და დაგროვილი სამუშაოს მოცულობა.

ფსიქოლოგი ნათია გოცაძე განმარტავს, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოს თანდათან უნდა შევუდგეთ, დავგეგმოთ პრიორიტეტები და მცირე პაუზები გავაკეთოთ დღის განმავლობაში.

მათი თქმით, ასეთი მიდგომა ორგანიზმს ეხმარება უფრო მარტივად მოერგოს ყოველდღიურ ტემპს.

ფსიქოლოგი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც მან საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

„ზოგი შვებულებიდან დაღლილი ბრუნდება...მაგრამ, ჩვენს პროფესიულ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს ჩვენი განწყობა ჩვენი საქმისადმი, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ბალანსი არის გადამწყვეტი.

რა თქმა უნდა, შვებულებაში როცა ვართ, ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, ამ ყველაფერს ემატება ჰაერის და გარემოს ცვლილება, რაც ბუნებრივი რესურსია და იმუხტები ამით, რაც უნდა გამოვიყენო რადგან ვარ სავსე ბუნებრივი რესურსით“, - ამბობს ფსიქოლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: