„დაიჯესტი“ ამ ბლოგში 2021 წლის შეხვედრის რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ. იქნებ, ეს თქვენთვის ინსპირაციად იქცეს.
ჯერ სახლში და მერეც სახლში...
წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ახალ წელს მეგობრების გარემოცვაში ხვდებოდი, იქნებ წელს სახლში დარჩე და ახალი წელი მშობლებსაც გაუფერადო. დაფიქრდი, ხომ არ აჯობებს, უკან გადადგო ეგოიზმი და დრო ხანდაზმულ მშობლებთან გაატარო?
აჩუქეთ მათ საჭირო, გამოსადეგი ნივთები და მერწმუნეთ, მათი სიხარული თქვენც აგიმაღლებთ განწყობას. თუ სტუმრები გეწვევიან, გახსოვდეთ, „გამყრელიძე გიყურებთ“.
და თუ მაინც სახლიდან გაქცევაზე ხართ...
დროა საქირავებლად ბინის ძებნა დაიწყოთ, სადაც ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდებით. რა სჯობია მონატრებულ მეგობრებთან ერთად ღამის გათენაბას?
შეგიძლიათ წახვიდეთ, რომელიმე თქვენი მეგობრის სოფელში, წაიღოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ (სადეზინფექციო ხსნარები ხომ არ დაგავიწყდებათ?) და დაუვიწყარი ახალი წელი მოიწყოთ.
და ბოლოს, უბრალოდ დატკბით ახალი წლის ჯადოსნური ღამით...
მთავარია დაიჯეროთ, რომ ეს ღამე ჯადოსნური იქნება. ამოივსეთ ჯიბეები ტკბილეულით და გადით ქუჩების დასათვალიერებლად. მთელი ეს დრო ხომ ამის ფუფუნება არ გვქონდა. შეაფასეთ საახალწლოდ მორთული ქალაქი. ტკბილეულით კი ჯიბეებს მალევე გაითავისუფლებთ. ჩვენ ირგვლივ ხომ ქუჩაში ახალ წელს უამრავი მიუსაფარი ხვდება...
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრება 2025 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება