Digest Logo

„ქართული ცნობიერებისა და ერის სიმყარე ყოველთვის მდგომარეობდა უფლის მორჩილებასა და გონიერებაში...“ - რას წერს მეგი გოგიტიძე

1734618520
მეგი გოგიტიძე

ქართველი მუსიკოსი მეგი გოგიტიძე, რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქალაქში. ამის გამო იგი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამშობლოში. იყო შემთხვევა, როდესაც მას კონცერტიც კი გაუუქმეს.

მუსიკოსი სოციალური ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ქართული ცნობიერებისა და ერის სიმყარე ყოველთვის მდგომარეობდა უფლის მორჩილებასა და გონიერებაში.. ქართველ ერს ფაქიზი და ლამაზი ბუნება აქვს.. მისი დამახინჯების მსურველი ბევრია, მაგრამ ეს შეუძლებელია..

ვისაც ეს არ ესმის ის არ იცნობს ეს ესე იგი ქართულ ცნობიერებას.. მათში ბევრი მოყოლილია გაუაზრებლად.. მათ მისცემს უფალი უკან მოსაბრუნებელ გზას.. ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება.. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის..

ამ მარხვაში შეგნებულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ის დაავიწყდათ, რომ სწორედ ამ მარხვაში გამოიკვეთება მათი სახე უსახური..ლოგიკა სულიერების გარეშე ლოკალურია.. ლოგიკა სულიერებასთან ერთად მომავლის ხედვად გადაიქცევა ხოლმე.. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“, - წერს მეგი გოგიტიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრება 2025 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება

„პოსტოპერაციული მდგომარეობა ძალიან ცუდი მქონდა, ურთულესი, სულიერად დათრგუნული ვიყავი“ - რას ჰყვება ნინო ბაშარული

რატომ გადაწყვიტა დავით დვალმა რაჭაში გადასახლება და როდის ხდება მის ცხოვრებაში სასწაულები