Digest Logo

როგორ გამოვიყენოთ შავი პილპილი ნეგატივისგან დასაცავად და მშვიდი ძილისთვის - თაკო მელიქიშვილის ეზოტერული რჩევები

1795184603
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად დაინტერესდა ასტროლოგიითა და ეზოტერული პრაქტიკებით, სოციალურ ქსელში გამომწერებს შავი პილპილის გამოყენების სამ საინტერესო მეთოდს უზიარებს.

მისი თქმით, სხვადასხვა ტრადიციის მიხედვით, შავი პილპილის მარცვლებს სივრცის ენერგეტიკულ გასაწმენდად, ნეგატივისა და შურისგან დასაცავად, ასევე კოშმარების თავიდან ასაცილებლად და მშვიდი ძილისთვის იყენებენ.

„შავი პილპილის გამოყენების სამი მეთოდი:

1️⃣ სივრცის გასაწმენდად:

ეზოტერული რწმენით, შავ პილპილს გამწმენდ თვისებებს მიაწერენ. დაფქული პილპილის დაწვას არ გირჩევთ კვამლმა შეიძლება სასუნთქი გზები გააღიზიანოს. სივრცის გასაწმენდად შეგიძლიათ უბრალოდ დადოთ რამდენიმე მარცვალი პატარა თასში.

2️⃣ თვალისგან დასაცავად:

თან ატარეთ 3–5 მთლიანი მარცვალი - საფულეში ან პატარა ქისაში. ამ ტრადიციის მიხედვით, პილპილი ჭორებისა და შურისგან დაცვის სიმბოლოდ მიიჩნევა, ასევე გამბედაობასა და გონების სიცხადეს უკავშირებენ.

3️⃣ მშვიდი ძილისთვის:

რამდენიმე მარცვალი პატარა პარკში მოათავსეთ და საწოლთან დადეთ. ზოგიერთ ტრადიციაში მიიჩნევენ, რომ ეს კოშმარებისგან დაცვასა და მშვიდ ძილს უწყობს ხელს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მადლობა ღმერთს, გოგონა გადარჩა...მძიმე დღეებს გავდივართ“ - გიორგი ლობჯანიძის გაფრთხილება მზე-მარსის კვადრატზე

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

✕