Digest Logo

„მადლობა ღმერთს, გოგონა გადარჩა...მძიმე დღეებს გავდივართ“ - გიორგი ლობჯანიძის გაფრთხილება მზე-მარსის კვადრატზე

1795181038
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და გადარჩენილი პატარა გოგონას გამო მადლიერებას გამოხატავს.

მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაშველების, მეხანძრეებისა და სხვა რთული პროფესიების წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღების აუცილებლობას, ხოლო მიმდინარე დაძაბული ასტროლოგიური ასპექტების - მზე-მარსისა და მარს-ურანის კვადრატურების — ფონზე მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: სამაშველო სამსახური, მეხანძრე, ჯარისკაცი, პოლიციელი, მეეზოვე თუ სხვა.

ძალიან დასაფასებელი, პატივსაცემი მიმართულებებია და ამ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად არჩენენ სხვებს მეტი გულისხმიერება სჭირდებათ სახელმწიფოსგან.

რთული და ძალზე მძიმე ამბავი მოხდა ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს!

მადლობა ღმერთს, ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს, რომ ეს პატარა გოგონა გადარჩა!

მზე-მარსის, ასევე მარს-ურანის მძიმე კვადრატებს გავდივართ ახლა ეს დღეები და არა მარტო საქართველოში, შესაძლოა მთელ მსოფლიოში ნახოთ ასეთი აფეთქებები ან დამანგრეველი შეჯახებები, სამხედრო კონფლიქტები და ა.შ.

ამიტომ, გაუფრთხილდით ერთმანეთს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕