
ბავშვის ძლიერი იმუნიტეტი მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ზრუნვა მისი დაბადების პირველივე დღეებიდან იწყება.
ბავშვის გაზრდის მეთოდებში დღეს უკვე შეცვლილია მიდგომები, უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი დეტალები. ბავშვი არ უნდა იყოს სახლში გამოკეტილი, არ უნდა ეცვას შემაწუხებლად თბილად და გავითვალისწინოთ, რომ ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, ბავშვის იმუნურ სისტემაზე პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა:
„ბავშვის იმუნო-ბიოლოგიური აქტივობის ამაღლებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ფიზიკური აქტივობით, ჰაერის აბაზანებით და სწორი კვებით. ბავშვის ჰაერზე გაყვანა და თუნდაც იქ დაძინება ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ გარემო და დღის მონაკვეთი, ურბანული განვითარების პირობებში, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორებია.
ყურადღებას ვაქცევთ, აუცილებლად, რომ სხვადასხვა მძიმე მეტალით არ იყოს ჰაერი გაჟღენთილი. ურბანული განვითარების პერიოდში, არსებობს წვრილი და შეწოვილი ნაწილაკები, რომელიც მავნეა ბავშვისთვის და, პირიქით, ამ დროს შესაძლოა, იმუნო-ბიოლოგიური აქტივობა დაქვეითდეს.
უნდა გავიყვანოთ დილით და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევარჩიოთ რეკრეაციული სივრცეები. უნდა ვეცადოთ, რომ დაახლოებით 45 წუთი გაატაროს დღისით, შუადღეს და საღამოს. მთავარია არ იყოს ქარი, წვიმა და ა.შ.
აუცილებელია, ეს რეკომენდაციები მშობლებმა სწორად გაითვალისწინონ და მთელი დღის განმავლობაში არ იყოს ბავშვი გარეთ“,- გვირჩევს თემურ მიქელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვცდილობ ჩემი თავი დავიცვა ნეგატივისგან...“ - ნინი ქარსელაძე ბულინგზე