Digest Logo

🎥 როგორ გავრეცხოთ სწორად ხილ-ბოსტნეული და რამდენად სწორია სოდის და მარილის გამოყენება - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაცია

1748414591
ეკა გიგაური

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი მდიდარია ხილ-ბოსტნეულით. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების სწორი გარეცხვა, იმისთვის, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს და იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, უნდა გამოვიყენოთ თუ არა საკვები სოდა და მარილი ამ ყველაფრის გასარეცხად, შეიძლება თუ არა ცხელი წყლის გამოყენება - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ეკა გიგაურმა ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაც ჰიგიენასთანაა დაკავშირებული.  ხილთან დაკავშირებით, ძირს დაყრის მომენტი იმდენად საშიში არ არის, რადგან მას ჩვენ მაინც ვრეცხავთ, უნდა ვიცოდეთ უბრალოდ როგორ გავრეცხოთ. 

მოვიტანეთ სახლში მარწყვი, პირველ რიგში ჩვენ ვიბანთ ხელს, მოვათავსეთ თასში მარწყვი, რა თქმა უნდა ისიც სუფთა უნდა იყოს. შემდეგ დავიწყებთ რეცხვას. ზოგადად, კენკროვანი, რბილი ხილი ხანგრძლივად არ უნდა დავალბოთ წყალში. არ ვაცლით ყუნწს. მხოლოდ წყალი მაშინაა საკმარისი თუ სხვა საშუალება არ გვაქვს, მაგალითად მარილი, სოდა, ძმარი. ხილს ვიცავთ პესტიციდებისგან, ანუ ქიმიური საფრთხე, მიკრობიოლოგიური დაბინძურებისგან და ფიზიკური საფრთხე. სოდა აშორებს პესტიციდებს, 1 ლიტრ წყალზე 1 ჩაის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ“, - ამბობს ეკა გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავიქროთ არასასურველი თმა და რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება - ზაზა თელიას რეკომენდაცია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ზაფხულის პირველი თვე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდება

რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე მისი დაბადების რიცხვი