Digest Logo

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ადამიანებს? - ფსიქოლოგის განმარტება

1788932256
ნინი დგებუაძე

ტოქსიკური ადამიანები: როგორ გავუმკლავდეთ მათ?

თუ მუდმივად გრძნობ, რომ შენს აზრს, სურვილებს და ცხოვრებისეულ მიზნებს მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა საქმე გქონდეს ადამიანთან, რომელსაც აკლია ემპათია, აქვს „მთავარი პერსონაჟის სინდრომი“ ან უბრალოდ არ სურს შენი დანახვა. საშიში ხდება მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ შენი არსებობა მხოლოდ მათ საკეთილდღეოდ არის გამართლებული.

არ უნდა გყავდეს გვერდით ადამიანები, რომლებიც იმავეს არ გააკეთებდნენ შენთვის, რასაც შენ მათთვის აკეთებ.

შენი ადამიანები, უნდა გეხმარებოდნენ, რომ უფრო გაგიმარტივონ ყოფა და არა გაგირთულონ.

ტოქსიკური ადამიანები, ამბობენ, რომ შეიცვლებიან, მაგრამ სინამდვილეში არ იცვლებიან!

დაპირისპირების და განხილვების შემდეგ, შესაძლოა თქვან: „გპირდები, ახლა მივხვდი, ეს აღარ განმეორდება, ნუ მიმატოვებ/ნუ გამიშვებ შენი ცხოვრებიდან“. ადამიანების უმეტესობისთვის შეცვლა რთულია.

დიდხანს ნუ დარჩები მათ გვერდით, ვინც ცარიელ დაპირებებს იძლევა. მანიპულირებენ შენით. რაც სურთ, იმას აღწევენ და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მივლენ მიზნამდე.

ნუ იქნები ინსტრუმენტი, ნუ მისცემ სხვას უფლებას გამოგიყენოს თავისი მიზნებისთვის განსაკუთრებით მაშინ, როცა სანაცვლოდ არაფერს გაძლევს.

მუდმივად გაიძულებენ იგრძნო თავი არასრულფასოვნად, არასაკმარისად და მესმის, რომ ყველას უყვარს იმაზე ფიქრი, რომ რაღაცაში საუკეთესოა და სურს თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს, თუმცა ეს სხვების დამცირების გარეშე უნდა ხდებოდეს.

არსებობს ოქროს წესები თუ როგორ მოვიშოროთ ისინი:

უამბე ვინმეს (სასურველია თერაპევტს, მეგობარს, ოჯახის წევრს ან ობიექტურ პირს).

ხანდახან ფიქრების ფურცელზე გადატანა ან ხმამაღლა თქმა საუკეთესო თვით თერაპიაა. გაუზიარე სხვებს, თუ ჯერ კიდევ ეჭვები გაქვს.

თუ ობიექტური აზრი გჭირდება, მიმართე პროფესიონალს.

გადაიყვანე ეს ადამიანები შენი სოციალური ცხოვრების გარე წრეში - დისტანცირდი ტოქსიკური ადამიანებისგან. თუ საჭიროა, სრულად გააქრე ისინი შენი ცხოვრებიდან. იყავი მათ გვერდით, ვინც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს და შენს არსებობას ჩვეულებრივ, უბრალო რამედ არ აღიქვამს.

დააწესე საზღვრები - ნუ მისცემ სხვებს უფლებას გაკონტროლონ და გამოგიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. სარგებელი შენც უნდა მიიღო. ურთიერთობები (მეგობრული თუ რომანტიკული) გაცემასა და მიღებაზეა დამყარებული.

თუ გრძნობ, რომ ეს ბალანსი დარღვეულია, ისწავლე „არა“-ს თქმა. „არა“-ს თქმა და ამ გადაწყვეტილების პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია ცხოვრებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

10 სექტემბერს პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში გადადის: „შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, გადახედოთ პირად ღირებულებებს, ურთიერთობებს“

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 სექტემბერს საქართველოში