სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობ, თუ როგორ გავყინოთ ხილი ზამთრისთვის.
„გაყინული ხილის შემთხვევაში, ეს შენახვის ერთ-ერთი სწორი მეთოდია, რა შემთხვევაშიც ხილი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას და კომპონენტებს, რომელიც ადამიანს სჭირდება მირთმევისას.
გალღობის დროს მცირე რაოდენობით დაკარგავს წყალს და შეუნარჩუნდება თითქმის ყველას სასარგებლო თვისება“, - ამბობს ირაკლი არაბული.
რაც შეეხება გაყინვის მეთოდს 👇
„უნდა მოვათავსოთ სათითაოდ გარეცხილი ხილი ლანგარზე და გავყინოთ ამ ფორმით, შემდეგ გადავიტანოთ კონტეინერში და შევინახოთ.
ეს არის გაყინვის ის მეთოდი, როდესაც ხილი ყველაზე მეტად ინარჩუნებს მის სასარგებლო თვისებებს“, - გვირჩევს ირაკლი არაბული.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი დღეა ჯილდოს მისაღებად, დაწინაურებისა და დახმარებისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი