ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 74,5 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბოლო დროის ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციის, „მუნის“ შესახებ საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„მუნი ტილების შემდეგ კანის ყველაზე ხშირი ინფექციაა და ყოველ წელს ასობით მილიონ ადამიანს ემართება.
„მუნი“ იწვევს ფხანას და ამითაა ცნობილი - დღეს კი როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში „მუნია“ ადამიანები ამას აღიქვამენ მძაფრად, სინამდვილეში კი, „მუნი“ არ არის ასეთი დიდი პრობლემა, ის იკურნება.
როდესაც ადამიანს „მუნი“ აქვს მას სხეული ექავება, განსაკუთრებით კი საღამოს ძლიერდება ქავილი, შესაძლოა ისე ძალიან იქავებდეს კანს, რომ სისხლიც წამოუვიდეს.
„მუნს“ აქვს კიდევ ერთი ასეთი თვისება, სანამ დიაგნოზი მოხდება და გამოვლინდება სიმპტომები, მის გარშემო უკვე ყველას „მუნი“ აქვს, ეს არის პრობლემა ამიტომ არის სკოლებში, ბაღებში, საერთო საცხოვრებლებში მუნი არის დიდი პრობლემა“, - ამბობს კოტე თოდუა.
როგორც იგი ამბობს, „მუნს“ მისი გამომწვევი ტკიპა იწვევს, რომელიც პატარა პარაზიტია და თვალით ვერ დაინახავ.
„ის ცხოვრობს ადამიანის კანში, თხრის პატარა გვირაბებს და მოძრაობს ძალიან ნელა. დღეში 3 კვერცხს დებს და რამდენიმე დღეში 3 პატარა თავისნაირ ტკიპას ჩეკს და ასე მრავლდებიან“, - ამბობს კოტე თოდუა.
იგი ასევე საუბრობს, თუ როგორ ხდება „მუნის“ გადადება ერთიდან მეორე ადამიანზე:
„მუნი გადადის დიდხნიანი შეხებისას, ანუ კანი კანს უნდა შეეხოს, მიიჩნევა რომ ამისთვის 20 წუთი საკმარისია.
ეს შეხება ხდება სკოლებში კლასელებს შორის, თამაშის დროს, არ გადადის ხელის ჩამორთმევით. მარტივად გადადის ოჯახის წევრებს შორის, ადამიანი ვინც იზიარებენ საერთო საწოლს, ან აქვთ ინტიმური ურთიერთობა.
ასე მკურნალობის დროს აუცილებელია ოჯახის წევრებმა იმკურნალონ ერთდროულად, რათა „მუნის“ გადაცემის ჯაჭვი შეაჩერონ.
მკურნალობა რეალურად მარტივია, გვაქვს პერმეტრინის კრემი, რომელიც პარალიზებას უკეთებს ტკიპას და კვდება კვერცხებიც. ადამიანმა ეს კისრიდან ქვემოთ უნდა წაისვას მთელ სხეულზე, ფრჩხილების ქვეშ და უნდა გაიჩეროთ 8-14 საათი, და 7 დღის შემდეგ უნდა გაიმეოროთ იგივე. ბავშვების შემთხვევაში თავზეც ისმება“, - ამბობს კოტე თოდუა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი დღეა ჯილდოს მისაღებად, დაწინაურებისა და დახმარებისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი