Digest Logo

🎥 როგორ მივაღწიოთ ბალანსს ცხოვრებაში? - ალექსი გოგოლაძის განმარტება

1748772724
ალექსი გოგოლაძე

როგორ მივაღწიოთ ბალანსს ცხოვრებაში? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დიდი შესვენება“ ალექსი გოგოლაძემ ისაუბრა:

„აქ და ახლა. ეს მომენტი ყოველთვის დგება და სხვა გზა არ არსებობს. შეგვიძლია ვისაუბროთ წარსულზე და მომავალზე, მაგრამ ფაქტია რომ არ შეიცვლება ეს მომენტი და გრძნობ რომ აქ სიმშვიდეა. არ შეიცვლება ეს წარსული. არც მომავალი. ზედაპირული აზრები მოგვდის დღის განმავლობაში თავში. წარსული და მომავალი თავში ყოველთვის არის. ადრე არ ვიყავი ასე, ან წარსულთან ვიყავი გაიგივებული ან მომავალთან. როცა აქ ხარ ამათ მერე ფურცლავ მარტივად.

ახლა შესაძლებლობა გვაქვს ყველა ვიყოთ აქ და ახლა. გაცნობიერება აქ ხდება სივრცეში. რეალობაში ეს სივრცე ვართ. ემოციები სანამ ჩვენ გავჩნდებოდით მანამდე არსებობდა. პროგრამაა ასეთი. ბუნებრივია, დედამ შვილი აღზარდოს გამოკვებოს. ასეა ბუნება მოწყობილი. პასუხისმგებელი ვართ მაგრამ თავებს ვიზღუდავთ. სანამ პასუხისმგებლობის გრძნობას სხვანაირად არ გავითავისებთ, ყოველთვის შეზღუდულები ვიქნებით.

აქ და ახლა გაგვეხსნება სიყვარული. სიყვარული სულ არის და არ საჭიროებს რამე მოიპოვო. სამოთხე აქ არის. მომავალი არ არსებობს, წარსულიც არ არსებობს, სწორედ ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ამჟამინდელი ყოფით“, - ამბობს ალექსი გოგოლაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს...“ - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები შვილებთან ერთად

⭕„ელაიას ნათლობა...“ - რა კადრებს აქვეყნებს თათია თექთურმანიძე

⭕ ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგის მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარ მიზანს მიაღწია