Digest Logo

როგორ მივიღოთ მაგნიუმი ორგანიზმში ბუნებრივად!? - არუნ ხათრის რჩევები!

1761307380
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად არუნ ხათრი სოციალურ ქსელში მორიგ საჭირო ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც წერს თუ როგორ მივიღოთ მაგნიუმი ორგანიზმში ბუნებრივად.

„მაგნეზიუმი — მინერალი, რომლის გარეშე ორგანიზმი ვერ ფუნქციონირებს. მაგნეზიუმი მონაწილეობს 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში.

ის ეხმარება:

• გულის ჯანმრთელობას
• ენერგიის გამომუშავებას და დაღლილობის შემცირებას
• კუნთების მოდუნებას და სპაზმების პრევენციას
• შაქრის ბალანსს
• კარგ ძილს და ნერვული სისტემის დამშვიდებას
• ძვლებისა და კბილების გაძლიერებას

დაამატე ყოველდღიურ მენიუში:

▪️ ისპანახი

▪️ ნუში

▪️ გოგრის თესლი

▪️ ავოკადო

▪️ შავი შოკოლადი

დღევანდელი პატარა ცვლილებები = ხვალ დიდ ჯანმრთელობას“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბაბი კირკიტაძის საშემოდგომო ლუქი - „ელეგანტური და დახვეწილი“

⭕„სიფრთხილე გმართებთ მაიმუნის წელს დაბადებულებს!“ - 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ამ ხანგრძლივს ბრძოლაში დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ“ - რა საჩუქარი მიიღო ზურა გორგაძემ დაბადების დღეზე