
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი გადაცემის „შუადღე“ სტუმარი იყო, სადაც განმარტა, როგორ მოვარგოთ „ახალგაზრდობის კოქტეილი” ჩვენს ორგანიზმს, როგორ მივხვდეთ, რომელი პროდუქტების მიქსი სჭირდება ჩვენს სხეულს:
„არაფრით არ შეიძლება თუ რაღაც არ გიყვარს და გაიგე სასარგებლოა, მაინც და მაინც იმით გააკეთო კოქტეილი. სმუზს როცა აკეთებ უნდა იყოს შენთვის გემრიელი. თუ შეძლებ შეიყვარო კი ბატონო, თუ არა და გააკეთე ისეთი, რაც პირადად შენთვის მისაღებია.
პოზიტიური განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. სმუზი შეიძლება გააკეთო ათასნაირი, მაგრამ რადგან ვარ ექიმი და პაციენტს აქვს სხვადასხვა პრობლემა, გაუვალობა და ა.შ. ვცდილობ, ორსულს ჯერ წამლის ნაცვლად ისეთი სმუზი დავუნიშნო, რაც დაეხმარება“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: