როგორ მოქმედებს ალკოჰოლი და თამბაქო ჩვენს სისხლზე? - აღნიშნულ თემაზე ჰემატოლოგმა, ნინო შარაშენიძემ გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მიღება, ორგანიზმში სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის.
„ალკოჰოლი ლორწოვან გარსებს აზიანებს. კუჭში მარილმჟავა წარმომქმნელ ფუნქციას ცვლის, შესაბამისად არასრულფასოვნად მონელებული საკვები საჭირო ვიტამინების წარმოქმნას უშლის ხელს. ამიტომ ყველაფერი ზომიერად უნდა მივირთვათ. რაღაც დოზით ალკოჰოლის მიღება პირიქით ხელის შემწყობია. სპირტიან სასმელებზე ამას ვერ ვიტყვი.
თამბაქო ხშირ შემთხვევაში კლავს. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ფილტვის კიბოსი არის თამბაქო. ზოგადად თამბაქოს გამოყენება კარგი საქმე არ არის“, - ისაუბრა ნინო შარაშენიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რაღაც სტილი ვიცვალე მგონი, არა?“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს