Digest Logo

„როცა შენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ დაინახავენ, არ იდარდო, არც საყვედური თქვა, არც ის გაიფიქრო, აღარასოდეს არავის დავეხმარებიო“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1727177320
გია ჯაჯანიძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ეკრანებს მიღმაც არ კარგავს პოპულარობას.

იგი საზოგადოებას ხშირად სახალისო ვიდეოებს და საინტერესო პოსტებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად გია ჯაჯანიძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც სიკეთის კეთებაზე წერს. როგორც ჯაჯანიძე აღნიშნავს, თუ ადამიანი კეთილია, განგება მას აუცილებლად დააჯილდოებს.

„როცა შენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ დაინახავენ, არ იდარდო, არც საყვედური თქვა, არც ის გაიფიქრო, აღარასოდეს არავის დავეხმარებიო, პირიქით, არ უნდა გაჩერდე, აკეთო და აკეთო ბევრი კეთილი საქმე.

ერთი ადამიანი არ გაგიმართლებს? მეორე გაახარე, ისიც არ დაინახავს? მესამე გააბედნიერე, ისიც ვერ მიხვდება? არაუშავს, მაინც არ შეჩერდე. ამასობაში დრო გავა და ასაკში უამრავი მოგონება გექნება, სიყვარულით და სიხარულით გაიხსენებ შენ გაკეთებულ კეთილ საქმეებს.

როცა ხეს რგავ და ბუნებას სიმწვანეს ჩუქნი, ხომ არ აძახებ ხეს და არ ეუბნები ჩემს გარეშე რატომ იზრდები, რატომ გამოისხი ამდენი ფოთოლიო. ასეა, არ უნდა იდარდო და არ უნდა თქვა, ადამიანები უმადურები არიანო.

მათ იციან როგორებიც არიან, შენც იცოდე რომ კეთილი ხარ და განგება აუცილებლად დაგაჯილდოებს.
მე ბევრი ჯილდო მაქვს“, - წერს გია ჯაჯანიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვაპირებდით, იმ სასაცილო ვიდეოებზე პასუხს... ისეთი დაცარიელებული ვარ, ვისთან ერთად გავაკეთებთ ახლა ყველაზე რეიტინგულ შოუს“ - იუნა შაფათავა კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

🎥 „რაღაც სტილი ვიცვალე მგონი, არა?“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„თუ გინდა თავი დაიცვა და გადაირჩინო, ისწავლე იყო გულქვა... ნუ მიუდგები ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად“ - რას წერს თათა გიორგობიანი