ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი გამომწერებს მარტივ რეცეპტს უზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ნეგატივისა და მარტივი ავადმყოფობების დაძლევა ჩვეულებრივი კვერცხის საშუალებით.
ნეგატივის მოხსნა და მარტივი ავადმყოფობების დამუშავება უმი კვერცხით
ძილის წინ: აიღეთ ჭიქა, ნახევრამდე შეავსეთ წყლით და ჩატეხეთ შიგ უმი კვერცხი (არ აურიოთ).
მანამდე კვერცხი ნელა გააგორეთ სხეულზე თავიდან ფეხებამდე.
შემდეგ ჭიქაზე თქვით: „რაც ცუდია და არასასურველი, გადმოვიდეს ამ ჭიქაში.“
დადგით საწოლის თავთან მთელი ღამის განმავლობაში. დილით: დააკვირდით კვერცხს ჭიქაში.
• გული (ყვითელი) - ადამიანის სიცოცხლე და მდგომარეობაა
• ცილა (თეთრი) - გარემო და ენერგეტიკული ფონი
შეიძლება დაინახოთ: ბუშტები, ძაფის მსგავსი ხაზები, ნისლი, „ქუდის“ მსგავსი ფორმა ან ქაფი.
ნიშნების მნიშვნელობა:
• ნისლი გარშემო - შური და ცუდი მზერა
• დაზიანებული გული - ძლიერი ნეგატიური ზემოქმედება
• ძაფები ზემოთ - კონკრეტულ სფეროებზე ზემოქმედება (ორგანოები, ენერგია)
• ბუშტები ზედაპირზე - დაძაბულობა, სტრესი
• „ქუდი“, ქაფი ან უცნაური ფორმები ძლიერი ნეგატივი რაც მეტი ძაფია - მით მეტი გავლენა.
დასასრულს: ჭიქის შიგთავსი ჩაასხით უნიტაზში ან გადაღვარეთ წყალში და თქვით: „ყველაფერი ცუდი წავიდეს დედამიწაში, წყალთან ერთად. დედამიწამ მიიღოს და გადაამუშაოს. ასე იყოს.“
შემდეგ:
• ჭიქა კარგად გარეცხეთ ცივი წყლით (სასმელად აღარ გამოიყენოთ)
• ხელები დაიბანეთ იდაყვებამდე
როგორ და რამდენჯერ უნდა გაკეთდეს:
• თვეში - 9 დღე ზედიზედ
• ან ყოველდღე გარკვეული პერიოდი
• სასურველია კლებად მთვარეზე
თუ დილით კვერცხი სუფთაა — პროცესი დასრულებულია. თუ არა - გაიმეორეთ კურსი (მაგალითად, 3 თვე მიყოლებით).
როდის არის საკმარისი ერთხელ:
• მცირე კონფლიქტები
• დაძაბულობა ოჯახში ან სამსახურში
დამატებით:
• ავადმყოფისთვის და ბავშვებისთვის შეიძლება დღის ძილის დროსაც
• ყოველი გაწმენდის შემდეგ აუცილებლად „შეავსეთ“ თავი პოზიტიური ენერგიით , სიმშვიდით, მადლიერებით, კარგი ფიქრებით...
გახსოვდეს: როდესაც რაღაცას აშორებ მნიშვნელოვანია, მის ადგილას სინათლე და სიმშვიდე მოიწვიო“, - წერს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ
⭕„ტემპერატურა +42 გრადუსამდე მოიმატებს“ – როგორი ზაფხული ელოდება საქართველოს
⭕ნახეთ ხართ თუ არა დედამიწის პრივილეგირებული მოსახლეობის 7%-ში?
🎥 როგორ მიულოცეს სალომე ბაკურაძეს დაბადების დღე თანაწამყვანებმა - ნახეთ, კადრები