სალომე ბაკურაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანია. იგი გამოირჩევა თავისი ვოკალური მონაცემებითა და პოზიტიური, ენერგიული იმიჯით.
იგი 1984 წელს დაიბადა და დღეს, 9 ივლისს 42 წლის გახდა.
სალომე რამდენიმე თვის წინ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა და ტელეწამყვანის როლი მოირგო.
დღეს კი თანაწამყვანებმა მას დაბადების დღე მიულოცეს.
ცნობისთვის, სალომე ბაკურაძე ფართო საზოგადოებამ 2005 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტიდან „ნუცას სკოლა“ გაიცნო.
ასრულებს პოპის, სოულის, ფოლკლორისა და ეთნომუსიკის ჟანრის სიმღერებს.
მუსიკალური კარიერის პარალელურად იგი აქტიურად მუშაობს მედიაში. გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის გუნდის წევრი. ასევე მიჰყავს საავტორო გადაცემა „არტისტული ოთხშაბათი“ რადიო „იმედის“ ეთერში.
სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა). მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი. 2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ
⭕„ფინანსური კუთხით სტაბილური და პერსპექტიული პერიოდია“ - 9 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი