Digest Logo

🎥 როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს შემოდგომაზე? - სპეციალისტის რეკომენდაციები

1759931894
ლალი კუპრეიშვილი

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს შემოდგომაზე, რომელი მცენარეა შხამიანი და არ უნდა გვქონდეს სახლში ბავშვთან? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფლორისტმა, ლალი კუპრეიშვილმა ისაუბრა:

„შემოდგომა მოვიდა და ყველა მცენარეს ინდივიდუალური მოვლა სჭირდება. ვისაც გარეთ გაქვთ მცენარეები უკვე დრო არის, სახლში შევაბრძანოთ. ტემპერატურა ღამე დაბალია. ზოგ მცენარეს 10 გრადუსზე დაბლა არ უნდა ტემპერატურა, ზოგსაც 15-ზე.

ფიკუსების მრავალი სახეობა არსებობს, ზოგიერთი სახეობა ჩვენთან არ არის. თუმცა იმდენად განსაკუთრებული მოსავლელია, რომ ყველგან ვერ ცხოვრობს. უყვარს მეორადი განათება და არა პირდაპირ მზის სხივი. ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 12-ზე დაბლა. ზამთარში ფოთლების დანამვა სჭირდება კვირაში 3-4-ჯერ. ნიადაგი იშვიათად უნდა დანამოთ. თუ ფესვი ოდნავ დაუზიანდა წყლისგან, სხვანაირი მოვლა და პირობები უნდა.

ზამიოკულკასი, როგორც ჩვენთან არის „ბარაქის ხე“ ისე არის საზღვარგარეთ ეს მცენარე. მისთვის თვეში ერთხელაც საკმარისია მორწყვა. არ უნდა გქონდეთ დიდ ქოთანში, რადგან ბოლქვოვანი მცენარეა. რაც უფრო პატარა ქოთანში იქნება, ზრდაც მეტად მალე წავა. არ უყვარს პირდაპირი მზე.

კროტონი მას ნათელი ადგილი უნდა და არა ჩრდილი. ზამთარში მცენარეები მიდრეკილები არიან დაავადებებისკენ. რაც უფრო ხელოვნურ სითბოშია მცენარე, მით უფრო კვდება და ფუჭდება. კროტონს რომ წყალი არ ჰქონდეს მოიწყენს და გვეგონება, რომ მოკვდა“, - ამბობს ლალი კუპრეიშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თანამშრომელმა უთხრა, თქვენ იცით რომ ზურაბი ბატონი ედვარდის შვილიშვილია?“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

⭕2025 წლის ყველაზე ძლიერი ასტრონომიული მოვლენა - სუპერმთვარეობა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშნებზე სხვადასხვაგვარი გავლენა ექნება - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

🎥 „არ აკოცოთ ჩვილს სახეზე ან პირზე“ - როგორ ავიცილოთ ბავშვებში ხშირი ინფექციები, პედიატრის რჩევები!