Digest Logo

🎥 როგორ შევაჩეროთ შებერილობა და გაზები - ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტის რეკომენდაციები

1732713629
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გვასწავლის, როგორ შევაჩეროთ შებერილობა და გაზები.

„არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც შებერილობას იწვევს. მჟავიანობა, ანტიბიოტიკების მიღება, კიბოს ქონის დროს მიღებული ქიმიოთერაპია. 

პანკრეასი გვეხმარება გადამუშავებაში, მაგრამ როცა ადამიანს დიაბეტი აქვს, პრედიაბეტი ფერმენტები არ გამოიყოფა, რაც გაზიანობას იწვევს. ამისთვის არ არსებობს წამალი, ჯერ უნდა გაიგო პრობლემის არსი და შემდეგ კვებით უნდა მოაგვარო“, - ამბობს არუნ ხათრი. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შებერილობა და გაზები აღარ გქონდეთ? 

  1. პირველ რიგში, თუ მოგიწია ანტიბიოტიკების დალევა, ან ახლაც სვამთ, აუცილებლად გამოიყენეთ პრობიოტიკის დანამატი.
  2. შექმენით მჟავიანობა, საჭმლის ჭამამდე 1 სავსე კოვზი (სუფრის) ვაშლის ძმარი შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალში და დალიეთ. 
  3. ყოველთვის ჭამეთ იოგურტი, მაწონი, კეფირი, მჟავე კიტრი, მჟავე პომიდორი.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„როცა ახალ ბინაში შედიხართ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, ვინ ცხოვრობდა იქ და ამ სახლმა რა გზა გაიარა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი