Digest Logo

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1731389056
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი 12 ნოემბრის მმართველი პლანეტა მარსია და ამ დღის ენერგია საკმაოდ ძლიერია. წარმატების მიღწევა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ ლიდერის თვისებებს გამოიჩენთ, იქნებით მეტად აქტიური. გარდა ამისა, არ არის სასურველი ოპერაციის ჩატარება, ან მნიშვნელოვანი საკითხის დაგეგმვა, განხორციელება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇

ვერძი - საკმაოდ ნაყოფიერი დღე გექნებათ, პროდუქტიული, თუმცა სიფრთხილე გმართებთ პირად ურთიერთობაში, გამოიჩინეთ მეტი ლმობიერება. 

კურო - შეგიძლიათ იურიდიული საკითხების გადაჭრა, გადაწყვეტა. დადეთ ხელშეკრულებები, გააფორმეთ დოკუმენტები, მიიღებთ შემოთავაზებებს, მაგრამ მოსალოდნელია პროვოკაციები, რასაც არ უნდა აჰყვეთ.

ტყუპები - მოგიწევთ ბევრი მუშაობა. ნებისმიერი საქმე, რასაც დღეს დაიწყებთ დამოუკიდებელი უნდა იყოს. მოსალოდნელია გარკვეული უთანხმოება თანამშრომლებთან. 

კირჩხიბი - საკმაოდ რთული დღე გაქვთ. არ არის საჭირო ზედმეტი თავდაჯერებულობა, პირიქით. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, ნებისმიერი მიმართულებით. 

ლომი -  პროფესიაში გელით ცვლილება. იყავით აქტიურები, გამოიჩინეთ ინიციატივა. დღეს იყავით თქვენს ამპლუაში.

ქალწული  - მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ დღეს. ელოდებიან თითქოს როდის დაუშვებთ შეცდომას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ნეგატივს. 

სასწორი - დაძაბული დღე გექნებათ. ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ. ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ.

მორიელი - გაქვთ საშუალება შეცდომები გამოასწოროთ, დაასრულოთ ის, რისი დასრულებაც დიდი ხანია გინდათ. დაიწყეთ ახალი, საინტერესო, თუმცა ურთიერთობებში გმართებთ სიფრთხილე. 

მშვილდოსანი - საინტერესო დღე გაქვთ. სასურველი არ არის სიჩქარე, თუმცა ბევრი საკითხის გადაწყვეტას მოასწრებთ. 

თხის რქა - წარმატებული დღე იქნება პროფესიული კუთხით. ურთიერთობებში იქნება დაძაბულობა და კონფლიქტი.  დათმეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი. 

მერწყული - მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურში. არ არის სასურველი შენაძენები. ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ. 

თევზები - შეძლებთ თავი გაართვათ ნებისმიერ საქმეს. იყავით აქტიურები. არ გადაუხვიოთ დღის გეგმას და რუტინას, შედეგი კი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ელოდით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“

⭕„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?

⭕„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას გიორგი ყიფშიძე?