Digest Logo

„როცა ახალ ბინაში შედიხართ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, ვინ ცხოვრობდა იქ და ამ სახლმა რა გზა გაიარა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1731399989
გიორგი ლობკანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ახლისა და ოჯახის მნიშვნელობაზე წერს:

„სახლი - ესაა ადგილი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად უნდა ვუფრთხილდებოდეთ.
სამწუხაროა, მაგრამ ხშირადაა შემთხვევები, როცა ყველაზე მთავარს არ ვუთმობთ შესაბამის დროს და შედეგიც სავალალოა ხოლმე.

ნებისმიერი პრობლემის სათავე ძირიდან მოდის. ფუძე კი ყოველთვის სახლია.
სახლი ეს გენეტიკაა, ოჯახური პირამიდის მთავარი ინსტრუმენტია.
დაულაგებელი, არეული სახლი ცხოვრებასაც გვირევს და ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. თუ შინ სუფთად არ ცხოვრობ - გარეთ ფეხის მოკიდება გაგიჭირდება.

საეჭვო ხალხის, ბევრი თვალის, ხმაურის და ჩხუბის ადგილი ჩვენს ბუდეში უბრალოდ არაა!
სახლი არის მორგებული იმ ადამიანზე ან ოჯახზე, ანუ ადამიანების ენერგეტიკაზე, ვინც ცხოვრობს მასში და დიდი ხნით უცხო ხალხს ვერ იტევს და ვერც იღებს, თუ აუცილებელი არაა.

ეს ბადებს შემდგომ გაუგებრობებსაც. ამიტომ, სტუმრობასაც თავის ლიმიტი უნდა ჰქონდეს!
როდესაც ჩვენი ბუდე იკურთხება, მას ჰყავს ანგელოზი, რომელსაც ფუძის ანგელოზს უწოდებენ და იქვე ითქმება ლოცვა: „დაამკვიდრე უფალო სახლსა ამას ანგელოზი ფუძისა“.

ყოველი გაუაზრებელი ნაბიჯის მერე ღმერთს და ფუძის ანგელოზს ვცილდებით. სახლშიც ქაოსია, ამიტომ უნდა ეცადოთ რომ ყოველთვის, ჯერ გადაჭრათ საშინაო პრობლემები, მერე კი საგარეო.
არადა, პირიქითაა: საგარეოთი ვიწყებთ და რეზულტატიც არ გვაქვს სახარბიელო.
და კიდევ: როცა ახალ ბინაში შედიხართ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, ვინ ცხოვრობდა იქ და ამ სახლმა რა გზა გაიარა. მისაღებია კი მსგავსი გარემო თქვენთვის?
სახლმა შეიძლება გააგიჟოს კიდეც ადამიანი.

ოთხი კედლის დაგროვებული ენერგიის სამიზნე ჩვენ ვართ. ძალა, რომელიც იტენება თუ გარეთ არ გადის ისევ შიგნით ბრუნდება და ემოციური დისკომფორტი გვაქვს, ამიტომ გვახვედრებს ამით სახლი რომ გასვლაა გარეთ საჭირო.

ასეა, მასაც თავის კანონები აქვს და ეს სისტემა იდეალურადაა მოწყობილი.
ყოველთვის ბრაზი გარეთ ამოიღეთ, თქვენთვის უწყინარ გარემოში, ვიდრე შიგნით.
სახლი ადამიანის ყველაზე ერთგული და წმინდა ადგილია, რომელსაც გულით უნდა ვუფრთხილდებოდეთ!“, - გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“