Digest Logo

🎥 როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა გრიპის სეზონზე, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს და რატომაა სიფრთხილე საჭირო 35 წლიდან

1730962165
 ქეთი ოსიძე

ქალისთვის ორსულობა უამრავ სიახლესთანაა დაკავშირებული. დიდი ბედნიერების მიუხედავად, პერიოდს თან ახლავს შფოთვაც. ბავშვის დაბადებამდე ორსული ქალის მთავარი საზრუნავი საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება და ნაყოფზე ზრუნვაა. ინფორმაციის ფლობა ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია, რასაც გინეკოლოგი გვაძლევს. 

ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაა. ორსულობის რომელ კვირაში უნდა მიმართოს მომავალმა დედამ ექიმს და რატომაა აუცილებელი მასთან ვიზიტი მაშინაც, თუ არაფერი გვაწუხებს - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ქეთი ოსიძემ ისაუბრა.

„ამ საუკუნეში ორსულობაზე ქალებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, მეტ ყურადღებასაც აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას. არის ისეთი დრო, როცა რეპროდუქციულ მიმართულებაში უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე აქამდე იყო. 

ორსულობა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო პერიოდია, უბრალოდ რაც უფრო მშვიდად ხარ, უკეთესია და ამას განაპირობებს ის, რომ იცოდე რომ ყველაფერი კარგად გაქვს. 

რეპროდუქციულ ასაკმა ცოტა ზემოთ აიწია. პირველ რიგში როცა დგება ორსულობა, უნდა გაიარო ექიმთან პირველი ვიზიტი, როცა ნამდვილად დგინდება ნაყოფი არის თუ არა საშვილოსნოს ღრუში, შეფასდეს სამშობიარო ვადა. 

კეთდება ძირითადი ანალიზები, რითაც დგინდება, რომ ორსულს დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი არის მეთორმეტე კვირაში, როცა ნაყოფს გენეტიკურ შეფასებას უკეთებენ“, - ამბობს ქეთი ოსიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა რიცხვებში უნდა დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები - ნინა სუსლოვა საუკეთესო თარიღებს ასახელებს

🎥 თვის ხელსაყრელი თარიღები ქორწინებისთვის - ნუმეროლოგის რეკომენდაცია

⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი