Digest Logo

🎥 როგორ უნდა ესაუბროს მასწავლებელი მოსწავლეს, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ნეგატიურ ემოციას გამოხატავს? - სპეციალისტის რჩევები

1742277205
ნინნო კერესელიძე

როგორ შეძლოს მასწავლებელმა თვითკონტროლი და ბრაზის მართვა მოსწავლესთან ურთიერთობაში და როგორ უნდა ესაუბროს მასწავლებელი მოსწავლეს, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ნეგატიურ ემოციას გამოხატავს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ისაუბრა:

„ნებისმიერი მიზეზი არის საკმარისი იმისთვის, რომ ემოციური მართვის პრობლემა შეიქმნას. მიუხედავად იმისა მაქვს სირთულე თუ არა დავძლიე ემოციური ფონი, შეიძლება მაინც იყოს ბრაზის წყარო. მთავარი არის როგორ ხდება სახელის დარქმევა და ხომ არ აქვს ადგილი უფროსების მხრიდან შაბლონის მიკერებას. მუდმივად ბრაზიანია ან ცუდად იქცევა. ზოგჯერ ხდება ამ სახელის გამართლება და ყველაფერს აკეთებს მოზარდი, ამ იარლიყის შესანარჩუნებლად.

პრევენციის შესაძლებლობა არსებობს, რაც სამწუხაროდ უფროსების მხრიდან ხდება იშვიათად. ხშირ შემთხვევაში მეტ ნეგატივს ვამჩნევთ ვიდრე პოზიტივს. თითქოს ნაკლებს ვეძებთ და მხოლოდ ამას ვხედავთ. როდესაც აქვს ქცევა ბავშვს, რომელიც არ გვინდა რომ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია ამაზე აქცენტი არ გავაკეთოთ. რაც უფრო მეტად  მივაქცევთ ყურადღებას, აუცილებლად გამოვიწვევთ ქცევის გახანგრძლივებას“, - ამბობს ფსიქოლოგი.

უფრო ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მძიმე და დაძაბული დღე გველის...“ - 18 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 რა ცვლილებებს იწვევს ასტროლოგიური დაბნელების პერიოდი? - ანზორ ოდიშარიას განმარტება

⭕ ქართველი არბიტრები ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე იმსაჯებენ