სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ხილ-ბოსტნეულის სწორად გარეცხვაზე ისაუბრა.
სპეციალისტმა საზოგადოებას გაუზიარა მეთოდები, რომლებიც სახლის პირობებში თერმული ხსნარების ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ:
„უმნიშვნელოვანესი პროცესია ხილის და ბოსტნეულის გარეცხვა, მათი დამუშავება. რადგან ზოგიერთ მათგანს თერმული დამუშავება სჭირდება. თერმული დამუშავება ანადგურებს პათოგენურ ორგანიზმებს. ზოგიერთი კი არ საჭიროებს თერმულ დამუშავებას.
ისეთი პროდუქტები, რომლებსაც მიწიდან მოვიპოვებთ და მასთან შეხება აქვს, შეიძლება იყოს დაბინძურებული პათოგენური ნივთიერებებით. ამიტომ აუცილებელია მათი საფუძვლიანი გარეცხვა. ხშირ შემთხვევაში წყლით გარეცხვა შეიძლება არ იყოს საკმარისი, რადგან ეს ნივთიერებები შესაძლოა არ მოსცილდეს. ამისთვის არსებობს შესაბამისი ხსნარები. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ.
სახლის პირობებში შეგვიძლია ძმირიანი წყლით, სოდით, მარილიანი წყლით გავრეცხოთ. ეს პროცესი მოაცილებს აუცილებლად ამ ორგანიზმებს. შეგვიძლია ჩავალბოთ კიდეც, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოდა ტუტე ხსნარია, შესაბამისად დიდხანს დაყოვნება პროდუქტების რეკომენდებული არ არის“, - აღნიშნა ირაკლი არაბულმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არასოდეს გამოიყენოთ მსგავსი ტაფა!“ - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს
⭕„დღეს შენ ხარ გაზაფხულის ენერგია, შენი ოპტიმიზმი მაგნიტურია“ - 12 მარტის კოსმოსური ამბები