Digest Logo

როგორ უნდა შეარჩიოთ პომადის ფერი თმის ფერის მიხედვით - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

1678963116
პომადა - რჩევები

პომადა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტურია.

პომადის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი, თმის, კანისა და კბილების ფერი.

🔵 🎥 სველი თმით გარეთ თუ გახვალ, გაცივდები? - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ქერა თმას, ძირითადად, ნაზი ატმისფერი და ვარდისფერი უხდება; ჟღალ თმას – ტერაკოტა და წითელი; მუქ თმას კი, ფაქტობრივად – ნებისმიერი ფერი.

წელს ძალიან აქტუალურია წითელი ფერის პომადა. თუმცა, ის ყველა ადამიანს როდი უხდება. პომადის ფერი ჰარმონიაში უნდა იყოს სახისა და თმის ფერთან.

პომადა თქვენი ტუჩის ბუნებრივ ფერთან ერთი ან ორი ტონით მუქი შეარჩიეთ.

ვარდისფერი და ღია წითელი კარგად ჯდება ყველა კანის ტონზე და თითქმის ყველა ჩაცმულობასა და თმის სტილს უხდება. ღია ფერის კანისთვის იდეალურია მარჯნისფერი წითელი ან მუქი წითელი ვარდისფერი ელფერით. საშუალო ან ფერმკრთალი კანისთვის – ვარდისფერი, მოცვისფერი და აგურისფერი წითელი. მუქი კანისთვის კი – წითელი, შინდისფერი ან ყავისფერი ელფერით.

მნიშვნელოვანია, რომ - ტუჩის საცხი ადვილად უნდა ისმებოდეს ტუჩზეც, მალე არ უნდა სცილდებოდეს, მისი წასმისას კი ტუჩზე არ უნდა გრძნობდეთ წებოვნებასა და არასასიამოვნო სუნს. ის, ასევე, უნდა უძლებდეს მზის სხივებს. პომადის ზედაპირი კი უნდა იყოს ერთგვაროვანი. და, გაითვალისწინეთ, არცერთი პომადა ერთ წელზე მეტი არ შეინახოთ.

ტუჩსაცხი ისეთი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ადვილად შეიძლება, მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ, აუცილებელია, შეიძინოთ კარგი ხარისხის, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ არის. არჩევისას და შეძენისას აუცილებელია, მოითხოვოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც კარგი ხარისხის პროდუქციას ყოველთვის აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი“- რა წერს გიორგი კეკელიძე

🔵 „სიმონიანმა იმდენი ქნა საკუთარ სამშობლოში აუკრძალეს შესვლა - მაინც არაფრად უღირს საქართველო და ბარემ თინა კანდელაკი...“ - რა ინიციატივით გამოდის დათო ლიკლიკაძე

🔵 რუსთავში ქალმა ქუჩაში ნაპოვნი პლასტიკური ბარათით პროდუქტები შეიძინა