
როგორ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და კითხვები, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.
გადაცემის მთავარი სტუმარი ფსიქოთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი იყო, რომელმაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარა.
„გამოსავალი ყველა ჯერზე ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადი ჩარჩო, არის შემდეგნაირი:
ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს. წარმოიდგინეთ, სულ რომ იყოს პლატო ბედნიერების, ეს წარმატება აღიქმება როგორც ნორმა. იმ აღმართს ზუსტად იმიტომ აქვს ხიბლი, რომ დაღმართი იყო მანამდე. აქედან გამომდინარე, თუ ამას ისე მიიღებთ, როგორც ცხოვრების დევიზი, საკუთარ თავში დაიწყებთ აღმართ-დაღმართების სწორად შეფასებას.
ხანდახან ეს სიტყვები ბრტყელ-ბრტყელად ისმის, თუმცა ამ დროს საჭიროა თქვენი რესურსები სწორად განსაზღვროთ. რა არის თქვენი ძლიერი მხარე, რა სუსტი და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
თუ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ საკუთარი თავი მიიღოთ თქვენივე სუსტი და ძლიერი მხარეებით, შეძლებთ განსაზღვროთ როგორ დაუჭიროთ მხარი საკუთარ თავს. მთელს ენერგიას იმაში კი არ დახარჯავთ, გაიგოთ რატომ ხართ ასეთი, არამედ იმაში, როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს
1 შეკითხვაც სწორედ ეს არის - როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს“, - თქვა ბარბარე ჭკუასელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უხდება, ბავშვურია და საყვარელი“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა საზოგადოება აალაპარაკა
⭕„ნუ ტირი ლამაზო, მათ არასოდეს იცოდნენ როგორ უნდა უყვარდეთ“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ძალიან მაგარი გოგო ხარ“ - გვანცა დარასელია თურქეთის სანაპიროზე პოზირებს