
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და ყველა ცნობილმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ვარსკვლავმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა 3:1. ეს მისთვის საფრანგეთის ლიგაში შესრულებული პირველი დუბლი აღმოჩნდა.
„ოსერთან“ ქართველის თამაშს ორმა ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა, Whoscored-მა და Sofascore-მ იდეალური შეფასება, 10,0 ქულა დაუწერა და მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
თამაშიდან კადრებს სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს, რომელიც ამ თამაშსს შვილთან, პატარა დამიანესთან ერთად გულშემატკივრობდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს