„რესპირატორული ინფექციების უმეტესობა გადადის ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური გზით. დახურული სივრცეების განიავება, ზედაპირების დამუშავება არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთი დავიცვათ.
ახლა, ამ სეზონზე გვხვდება რინოვირუსული ინფექცია, ადენო, ენტერო ვირუსული ინფექცია. მათი სიმპტომები არის მსგავსი, ახასიათებთ სასუნთქი გზების დაზიანება, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ხველა, დიარეა, მუცლის ტკივილი.
მკურნალობა არის სიმპტომური, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სითხეების მიღება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ა.შ.
ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებთან მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველას...“ - როგორ აღნიშნა თაკო ნაცვლიშვილმა დაბადების დღე?