
როგორ ვიპოვოთ ჩვენი სტილი ისე რომ ვიყოთ ინდივიდუალურები და ამავე დროს მოდურები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრეს.
გადაცემის სტუმარმა ირინა თოდუამ საზოგადოებას მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარა:
„სტილი ყველა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი სილუეტი, ფორმა და რა გვიხდება.
ვიცი, რომ ქალები დღეს ძალიან დატვირთულები არიან, ბევრი პრობლემა აქვთ, საზრუნავი და საფიქრალი აქვთ, მაგრამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას სიამოვნებს როცა კარგად გამოიყურება. ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა იცოდეს რა უხდება.
ყველაფერი უნდა გამოკვეთო სამოსის საშუალებით. ყველაზე დიდი შეცდომაა ტრენდებზე აყოლა“, - ამბობს ირინა თოდუა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ინფორმაცია, რაც ყველა მწეველმა უნდა იცოდეს! - რა ხდება ორგანიზმში თამბაქოზე უარის თქმის შემდეგ