Digest Logo

🎥 როგორ ვიქცევით გიურზასგან დაკბენის შემთხვევაში? - ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განმარტება

1784623372
შოთა ზანდუკელი

გველის გაღვიძება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ანუ ტემპერატურაზე.

რაც უფრო მაღლა ადის ტემპერატურა, უფრო ხშირია მათი ადამიანებთან შეხვედრა, რადგან გველები უკვე გრილი ადგილებისკენ მიიწევენ, სადაც უფრო შეაფარებენ თავს. გადამეტებული სიცხე გველს კლავს, ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც გრილა: სარდაფი, სადარბაზო და ა.შ.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გიურზამ გვიკბინა? - აღნიშნულ თემაზე პოდკასტში „ოთარი ექიმო“ ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:

„პირველ რიგში აუცილებლად ვიხსნით ბეჭედს, საათს, რკინის ნივთებს, ყველაფერი უნდა მოვიხსნათ ხელიდან. ამ დროს სივდება ხელი და კიდური და წარმოიდგინეთ, სამი ამხელა რომ გახდეს თითი, რას გვიზამს ეს ბეჭედი, შეიძლება განგრენა დაიწყოს.

შემდეგ ვრეკავთ სასწრაფოში, 112-ში. 

ვიღებთ მშვიდ პოზიციას, ან უნდა ვისხდეთ, ან უნდა დავწვეთ, უმჯობესია ფეხები მოკეცილი იყოს. 

აუცილებლად ვიღებთ დიდი რაოდენობით წყალს, ეს ხელს უწყობს ცილის განეიტრალებას. გიურზას შხამი კიდევ ცილაა. 

ამასთანავე კარგია დექსამეტაზონისა და ანტიჰისტამინის ერთად მიღება. ამასობაში სასწრაფოც მოვა.

არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ასევე კოფეინის შემცველი სითხის დალევა, რადგან გულის ცემას აჩქარებს და სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს“, - ამბობს შოთა ზანდუკელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მესამე თუ მეოთხე მცდელობაზე ექიმმა მიპასუხა, თქვენი ლამაზი დედიკო გარდაიცვალაო“ - უჩა პირმისაშვილი პირად ტრაგედიაზე

„შესაძლოა მცირე გეგმები ჩაგეშალოთ, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა“ - 21 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 90 წლის გახდა