
ექსტრასენსი და ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მომავალი წლის მთავარ ტენდენციებსა და ენერგიებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით დიდი ცვლილების წელიწადია.
„2025 წელი ოფიციალურად 29 იანვრიდან დაიწყება. ეს წელი ციფრ 9-იანის წელიწადია, რაც არის ცეცხლი. იქნება მარსის ენერგიები აქტიური. ბევრი წყვილი დაოჯახდება, რადგან დაოჯახების წელიწადია. ვინც ბიზნესს იწყებს, ყველაზე მაგარი წელიწადია. ეს არის ნებისმიერი საქმის, მაგარი ტემპებით დაწყება“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
როგორც ექსტრასენსი ამბობს, 2024 წელი ყველასთვის კარმული წელი იყო - მისივე თქმით, აღნიშნულმა წელმა ყველას „ჩაუკაკუნა“ თავში და ბიძგი მისცა მომავალი ქმედებებისთვის.
„გველის წელი სწავლისთვის, მატერიალური ბალანსისთვის კარგია. ყველაზე წარმატებული წელი იქნება, ხარისა და მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. ახალ წელს, კატეგორიულად აკრძალულია შავი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა. მწვანე ამ მის ტონალობაში ფერები უმჯობესია გვეცვას“, - ამბობს ეზოტერიკოსი.
როგორც იგი საზოგადოებას ურჩევს, საახალწლო სუფრაზე 5 ან 7 სანთელი უნდა ავანთოთ, რომელიც იქნება ჩაკრის ფერებში.
„გველს არ უყვარს ხმაურიანი სუფრა, სჯობია იყოს მშვიდი გარემო. გველს უყვარს გეგმების დაწერა, აუცილებელია დაწეროთ სუფრასთან გეგმა მომავალი წლისთვის, ყოველთვიურად. შემდეგ თეფშის ქვეშ გქონდეთ, ამის მერე კი დავწვათ და ფერფლი გავუშვათ ფანჯრიდან, არადა არა ამ ფერფლის ჩაყრა შამპანურის ჭიქაში და დალევა მისი. მთავარია არა, რა იდება სუფრაზე, არამედ მთავარია განწყობა, რაც უფრო მეტ სიყვარულის ენერგიას გამოვხატავთ ოჯახის წევრების მიმართ“, - ამბობს ეზოტერიკოსი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის
⭕ „მგონია, იმქვეყნად პირველ ცოდვად ამას მომკითხავენ“ - რას ჰყვება კობა ბარათელი