Digest Logo

🎥 როგორი სამოსია მოდაში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ტანსაცმლის შერჩევისას? - ავთანდილ ცქვიტინიძის რჩევები

1727350638
ავთო ცქვიტინიძე

ნაცრისფერი, მწვანე, ყავისფერი, შავი, თეთრი - ყველაზე მოდური ფერებია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

როგორი სამოსია მოდაში და რა უნდა გავითვალისწინოთ ტანსაცმლის შერჩევისას? - აღნიშნულ თემაზე „თაკო ჩხეიძის რუბრიკაში“ დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ ისაუბრა.

„დრო ისე დაჩქარებულია, რომ წამებში ძველდება ყველაფერი, სამოსი ფერთა გამა და ა.შ. არასდროს მინიმალიზმი ასეთი მოდური არ ყოფილა. გართულდა ფერთა რთული შეხამებით. დარჩა ყველა ის ტონალობა, რაც ბუნებასთან ახლოს არის. შემოვიდა ბეჟის ყველა გრადაცია მოდაში და საუცხოო მწვანე. ასევე ცისფერი დღესდღეობით ძალიან პოპულარული გამოვიდა. თითქმის ყველა ფერს იხდენს. 

ადამიანებს მუდმივი, ერთი ტიპის თემები მობეზრდა, თუმცა რადიკალურადაც არ ცვლიან. პიჯაკებს რაც შეეხება, სილუეტი ოდნავ დაუბრუნდა წელს. ოვერსაიზიც არის თუმცა უფრო მოთხოვნადი ასეთი სტილი გახდა. რთული და გაურკვეველი პერიოდია. დიდი დიზაინერები რადიკალურად ცვლიან სტილისტიკას. თითქოს ამ იდეების და ემოციების მოთხოვნილება გაჩნდა. კავშირშია ხელოვნებასთან და მუსიკასთან. ისეთი სახის ბრენდები წამოვიდა წინ, რომ აბსოლუტურად მინიმალური და სილუეტთან მიახლოებულია.

ახლო ფერთა გამა არ აფუჭებს სილუეტს. გინდა არ გინდა ბრენდების გავლენის ქვეშ ექცევი. ნაცრისფერთან დადეთ რამდენიმე ფერი, თუ ეს ფერები ერთმანეთს მოუხდა და არ გაწუხებთ მათი შეხამება, მაშინ უნდა ჩაიცვათ. რთულად ვიყენებ ქიმიურ ფერებს, რომელიც ბუნებასთან კავშირში საერთოდ არ არის. ვგულისხმობ ნეონის ფერებზე. ასევე რთულად ვიყენებ ყვითელ ფერს.

თუ არ გვაქვს რამე გემრიელი ყავისფერი და ცისფერი, რომელსაც ნაცრისფერიც აქვს გარეული, შესანიშნავი კომბინაციაა და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ“, - აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ავარია ბათუმში - დაიღუპა 1 ადამიანი

⭕„დეგრასის“ ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა, სადაც მისი წამების სრული სცენაა ასახული“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

⭕როგორი ამინდია საქართველოში დღეს მოსალოდნელი?