ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: