Digest Logo

🎥 როგორი უნდა იყოს ბავშვის ძილისწინა რუტინა და რა ფრაზები უნდა ვუთხრათ მას ჩაძინებამდე? - სპეციალისტის რჩევები

1741327679
ძილი ბავშვებში

როგორი უნდა იყოს ბავშვის ძილისწინა რუტინა და რა ფრაზები უნდა ვუთხრათ მას ჩაძინებამდე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოთერაპევტმა, თიკა ქართველიშვილმა ისაუბრა:

„ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც ჩვილობის ისე, მოზრდილობის და ზრდასრულ ასაკში. ამ პერიოდში ხდება ენერგიების აღდგენა, რაც იხარჯება დღის განმავლობაში. ბავშვს უნდა ეძინოს 14-დან 16-საათამდე დღის განმავლობაში. როგორმე უნდა მივაწოდოთ საჭირო პროდუქტიც. ორ წლამდე ასაკის ბავშვები 12-დან 14 საათამდე უნდა ეძინოს, რადგან ამ პერიოდში იზრდება როგორც თავის ტვინი, ისე მთლიანი სხეული. განვითარების ხარჯზე ხდება გარკვეული უნარების წარმოქმნა. ბევრად უფრო მშვიდად ხვდებიან გარემოში მიღებულ გამოწვევებს. 

სასურველია ბავშვი ერთსა და იმავე დროს იძინებდეს, როგორც დღე ისე ღამე. რიტუალი არის სხვა და სხვაგვარი ჩაძინების. შეგვიძლია ბავშვს გავუზიაროთ დღის ამბები, თვადაც მოვაყოლოთ რა ამბები მოხდა. სასურველია მშობელმა ჰკითხოს რას გრძნობს. თვითონ უნდა მიხვდეს რომ დაიღალა და დაისვენებდა. თვით მოვლაც აუცილებელია. გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ არის მოწყობილი ოთახი. არ უნდა იყოს ბევრი ტექნიკა ოჯახში და მჭახე ფერებში არ უნდა იყოს მოწყობილი“, - გვირჩევს თიკა ქართველიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 🪐„შეიძლება გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ სამსახურში...“ - შვიდი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

🎥 „პირველმა გავბედე და გავაორკესტრე“ - „შავლეგოს“ შესანიშნავი შესრულება