
ქორწილების და ბანკეტების სეზონი დაიწყო. მაკიაჟი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია ქალებისთვის. ამ მიმართულებით ყოველ წელს ახალი ტენდენციები გვაქვს.
როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სწორად, რომელია ის ერთი ყველაზე საჭირო ნივთი ჩანთაში, რაც ქალს უნდა ჰქონდეს მაკიაჟის გაკეთებისთვის და რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და სატელევიზიო მაკიაჟს შორის - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ვიზაჟისტმა დეი ჯმუხაძემ ისაუბრა:
„პირველ რიგში, რადგან მეთორმეტე კლასელები ჯერ კიდევ თინეიჯერები არიან, რეკომენდაციას ნატურალურ „მეიქაფზე“ გავცემ, რადგან მათი სილამაზე არ დაიჩრდილოს.
ნატურალური მაკიაჟი არის მსუბუქი ტონალურის საცხი, გამოკვეთილი თვალის კონტური მსუბუქი ჩრდილებით ან ლაინერით, ნაკლები გამოკვეთილი ყვრიმალები, მსუბუქი ბლაში და აუცილებლად ერთი ფერის გამა.
ვისაც არ აქვს ყვრიმალი გამოკვეთილი, ცდილობს ჩრდილების სახით გამოკვეთოს და შექმნას ოვალური სახის ეფექტი.
სწორად წასმული ლაინერის ფორმულა არ არსებობს, მე რასაც მივაგენი, ერთადერთი მარტივი ხერხი ასეთია, თქვენი ქვედა საცრემლის გაგრძელება უნდა დახატოთ“, - ამბობს დეა ჯმუხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენს იუბილარ სიძეს გაუმარჯოს“ - ნონა გაფრინდაშვილი საბა კემულარიას დაბადების დღეს ულოცავს
🎥 „ნამდვილი ქართველი ლამაზმანი“ - თიკა ფაცაცია წითელ კაბაში პოზირებს