Digest Logo

🎥 რომელ ასაკში გვხვდება სკოლიოზი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? - რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა

1745836503
 ლაშა მილორავა

რა არის სკოლიოზის, რომელ ასაკში გვხვდება ყველაზე ხშირად და რა არის სკოლიოზის გამომწვევი მიზეზები - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

„სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია მოზარდებში. ადამიანის ხერხემალი ბუნებრივად ოდნავ წინ და უკან არის გადახრილი, სკოლიოზის დროს კი ის მარჯვნივ/მარცხნივ იხრება და „C“-ს ან „S“-ს ფორმას იღებს. 

სკოლიოზის 4 ხარისხი არსებობს, ვიზუალურად სკოლიოზის თვალსაჩინოა, თუმცა პირველი ხარისხის შემთხვევაში ნაკლებ თვალსაჩინოა და სიმპტომებიც ნაკლებია. 

10-15 წლამდე, როცა ყველაზე აქტიური პერიოდია მაშინ ხდება სწორედ სკოლიოზის გამოვლენა, თუმცა შეიძლება სხვა ასაკშიც გამოვლინდეს. 

სკოლიოზი ხშირად ემართება გოგონებს, რადგან მათ შემთხვევაში ნაკლებია კუნთოვანი მასა რაც ხელს უწყობს ხერხემლის არასტაბილურობას,“ - ამბობს  ლაშა მილორავა.

რაც შეეხება სიმპტომები, რომელიც ახასიათებს სკოლიოზის ესენია 👇

⏺ ადვილად დაღლა

⏺ გულ-მკერდის, წელის, კისრის არეში დაჭიმულობა

⏺ მხრების ასიმეტრიული დგომა

⏺ მენჯის  ასიმეტრიული დგომა

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი საომარი სიტუაცია გაქვთ, ეცადეთ დააჭიროთ ენას კბილი...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთში კი ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

⭕„შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ! 2 წლის აივი ბაბუს უმღერის და ბოლოს სიტყვებით „გოგიჩა ბაბუ მიყვარხარ!!!“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი გარდაცვლილ მამაზე