Digest Logo

🎥 რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

1732259454
ცივი კიდურები

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს, და ინფორმაციას უზიარებს.  

„ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის - რეინოსფენომენი, როცა ჩვენ სიცივეში გავდივართ ჩვენი სისხლძარღვები ვიწროვდება, რომ სხეულმა არ დაკარგოს სითბო, როცა რეინოსფენომენი ეს ეფექტი არის უფრო მკვეთრად გამოხატული. ამ დროს მკვეთრად ცივდება ტერფები და მტევნები, შემდეგ კი აქვს ფერის ცვლილება. 

ასევე ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ანემია და ვისაც ეს აწუხებ, ამ დროს ადამიანს ხელები სულ ცივი აქვს და ის ძალიან მალე იღლება. ანემია ძირითადად აწუხებს ისეთ გოგონებს, რომელსაც აქვს ხშირი ციკლი, ან ასაკით დიდი ადამიანებს, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადება: ფარისებრი ჯირკვალი, სტრესი და შფოთვა, მწეველობა და რევმატოლოგიური ხასიათის დაავადებები“, - ამბობს ექიმი. 

როგორც მედიკოს განმარტავს, როდესაც ადამიანს აქვს ცივი კიდურები ყველაზე მარტივი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს, ეცადეთ თქვენი ყველა სურვილი რეალობად აქციოთ, ამის შესაძლებლობა აუცილებლად მოგეცემათ“ - 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან 

⭕ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს - „მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…“

⭕„ისეთ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ, არც ვიცი, ალბათ, ამად ღირს ცხოვრება...“ - „ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი