Digest Logo

🎥 „როცა ადამიანი ლოცულობს მისი სული და გული იწმინდება...“ - როგორ ვილოცოთ სწორად? - შალვა კეკელიას განმარტება

1718095130
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში სწორად ლოცვისა და ღმერთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„ლოცვა არის დიალოგი ღმერთთან, როცა ღმერთს ესაუბრები, მისგან იღებ პასუხებს. თუნდაც დილის ლოცვის წაკითხვის დროს ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, შენი გული და გონება იხსნება. როდესაც მრევლი დგას ეკლესიაში, გარეგნულად არ იღებს მონაწილეობას ლოცვაში, თვითონ არაფერს ამბობს. მღვდელი ამბობს ასამაღლებელს გუნდი გალობს დ ა.შ. თუმცა შენც იღებ მონაწილეობას ამ დროს. ღმერთს ესაუბრები. სამწუხაროდ ასეთი გააზრება ბევრს უჭირს, ამიტომაცაა ბევრს უჭირს ლოცვაზე დგომა.

ამასწინათ ათონზე ვიყავი და ბერებს ვესაუბრებოდი და მითხრა - ქართველები, რომ ჩამოდიან ღამის თევის ლოცვაზე აქვთ პრეტენზია და არ ესწრებიან ხოლმეო. რატომო, რომ ვიკითხეო, მიპასუხეს - მაინც არ გვესმის ეს ლოცვა და აქ მთელი ღამე ვერ დავდგებითო. ძველბერძნულად იკითხება იქ ლოცვები. ლოცვა არის სულიწმინდითა და მადლით გაჟღენთილიო, თუ შენ ლოცვა გესმის არ არსებობს შენ ის ლოცვა ვერ გაიგოო. ის ლოცვა თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

ლოცვას აქვს თვისი მადლი, რომელიც შენს გულს, გონებას და სულს ედება. ჩვენგან ღმერთი არ ითხოვს არაფერს, უბრალოდ უნდა გავსუფთავდეთ ისეთი რაღაცებისგან, რაც უკან გვხევს. როცა ადამიანი ლოცულობს მათი სული და გული იწმინდება“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემს გოგონებს ზეიმი ჰქონდათ...“ – რა ფოტოებს აქვეყნებს გია ბაღაშვილი

🎥 „რომ არა დედა, დღეს მე არ ვიქნებოდი ასეთი ლაღი, როგორიც ვარ და შეიძლება არც მომღერალი ვყოფილიყავი“ - გიორგი ძოწენიძე დედაზე

🎥 „ყურება არ მოგბეზრდება, აქ ისეთი ცეცხლი დაანთეთ“ - ორი სარე, თიკას და მარიამის ცეკვა სოცქსელს იპყრობს

„ღმერთს ვთხოვ, 90 წლამდე მაცოცხლოს და სიცოცხლე დავასრულო ბროწეულაში, ჩემი ბუხრის წინ, სავარძელში“ - რით ამაყობს გია დავითიანი