გია დავითიანი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს.
შეკითხვაზე, ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდა სიცოცხლის დასრულებას, მომღერალმა ასეთი პასუხი გასცა:
„ღმერთს ვთხოვ, 90 წლამდე მაცოცხლოს და სიცოცხლე დავასრულო ბროწეულაში, ჩემი ბუხრის წინ სავარძელში, მუხლებზე პლედგადაფარებულმა, ფეხებზე – თბილი ჩუსტებით. ანთებულ ბუხარს რომ უყურებ და ბედნიერი ხარ, რადგან შვილები, შვილიშვილები და მეუღლე კარგად გყავს….
რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
ჩემი ბროწეულა. იქ, სადაც წლების წინ ქვა-ღორღი იყო, დღეს ბაღნარი მაქვს გაშენებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პატარა სამოთხე გავაშენე ამ დედამიწაზე, ამიტომ წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ (იცინის). მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!..“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დუმდა ქალწული ალუბლის ხის ქვეშ...“ - რას წერს გია მურღულია
წყარო: fortuna.ge